ლევან პაპავა ჟურნალისტებს გაეცნო


დღეს, საქართველოს სახალხო დამცველის ზუგდიდის ოფისში, სახალხო  დამცველის რეგიონალური  დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ  ქორიძემ ჟურნალისტებს სახალხო დამცველის სამეგრელო-ზემო სვანეთის  სამმართველოს  ახალი უფროსი ლევან პაპავა წარუდგინა.

ქორიძის განცხადებით, სახალხო დამცველის ინიციატივით, უფრო მეტად გაფართოვდა სახალხო დამცველის აპარატის   რეგიონალური მუშაობა.  შეიქნმა სამმართველოს სამ რეგიონში სახალხო დამცველის აპარატის  რეგიონული დეპარტამენტი, მაშინ როცა სამმართველო მოიცავდა რვა ოფისს. ლევან პაპავა ამ ადგილზე  დაინიშნა კონკურსის წესით. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უფრო მეტად იქნება შესაძლებელი სამეგრელოში ადამიანის უფლებების დაცვა  და ყველა იმ საკითხის გადაწყვეტა, რა პრობლემებიც სამეგრელოს მოსახლეობას გააჩნია. ქორიძის ინფორმაციითვე, ოფისში ძველი თანამშრომლები არ მუშაობენ და აპირებენ ახალი თანამშრომლების დამატებას. ლევან პაპავას განცხადებით, ის განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს, სოფლის მოსახლეობის  შესწავლას.

[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=WhJZGAZkHOc[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!