კახა ფარცვანია რესურსცენტრის დირექტორად დაინიშნა


ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორად  კახაბერ ფარცვანია დაინიშნა. კახაბერ ფარცვანია ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრი და საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე იყო. მისი რესურსცენტრის ხელმძღვანელად დანიშვნა ცვლილებებს გამოიწვევს ქალაქის საკრებულოშიც,-კახაბერ ფარცვანია შეიძლება დარჩეს საკრებულოს წევრად, მაგრამ ის ალბათ ვერ შეითავსებს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარეობას. 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!