ნოდარ ჭითანავა – 80


საზოგადოება „ზუგდიდელის’’ ინიციატივით,  “ჯიჯი” გიმნაზიის დარბაზში, საზოგადო მოღვაწის  ნოდარ ჭითანავას 80 წლის იუბილე გაიმართა. მის აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობაზე დღეს ბევრს საუბრობდნენ მისი მეგობრები. სტუმრებმა ყურადღება გაამახვილეს ნოდარ ჭითანავას  მეცნიერულ საქმიანობაზე, ასევე ხაზი გაუსვეს მის ადამიანურ და პიროვნულ თვისებებს. მწერალს იუბილე მიულოცეს ქალაქის პირველებმა და უსურვეს მას ჯანის სიმრთელე და დიდი ხნის სიცოცხლე.

ნოდარ ჭითანავა: „მინდა მადლობა  ვუთხრა საზოგადოება  „ზუგდიდელს,’’ მუნიციპალიტეტის  ხელმძღვანელებს და  ყველა ზუგდიდელს მხარდაჭერისთვის და ნდობისთვის. მე შევეცდები ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ დღეს მოპოვებული ნდობა  გავამართლო და ჩემი  გარკვეული წვლილი შევიტანო  ზუგდიდის  ეკონომიკისა  და კულტურის განვითარებაში.’’

ოთარ ფაცაცია, საზოგადოება „ზუგდიდელის’’ თავმჯდომარე: „ბატონი ნოდარი შრომისმოყვარე პიროვნებაა, პუნქტულური, თავმდაბალი და თავისი საქმის ნამდვილი მცოდნეა. თავის დროზე, ის სხვადასხვა წამყვან თანამდებობაზე მუშაობდა. მან თავისი გაკეთებული საქმეებით ყველგან დატოვა კვალი. დღეს მასთან არიან სტუმრად თანასოფლელები ჭკადუაშიდან, რომლებმაც იუბილარს მიულოცეს დღევანდელი დღე. მე ვფიქრობ, რომ ეს დღე შედგა. მინდა ჩემს მეგობარს ვუსურვო წარმატებები, ჯანმრთელობა, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტურად ისმოდეს მისი ხმა.’’


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!