- დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 250-მდე ოჯახს სახლებს შეუსყიდის. აღნიშნული ოჯახები კომისიამ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შეარჩია.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ილია ღუდუშაურის განცხადებით, ეკომიგრანტი ოჯახები სახლებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩევენ.
2022 წელს, უსაფრთხო გარემოში, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული 270-მდე ოჯახი განსახლდა და ეს პროცესი მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება.