“ზუგდიდდასუფთავების ცენტრი”: მომავალ წელს დაიწყება ნარჩენების სეპარირება-რეციკლირების პროცესი


  • ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ინფორმაციით, 2022 წელს მთავრდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მყარი ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმის პირველი, 2018-2022 წლების ხუთწლიანი პერიოდი, რომლის მიზნები და ამოცანების ძირითადი ნაწილი წარმატებით შესრულდა.

“საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესაბამისად უკვე შემუშავებულია მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვის ახალი, 2023-2027 წლების ხუთწლიანი გეგმის მეორე ეტაპი, რომელშიც განსაზღვრულია მუნიციპალიტეტში მყარი ნარჩენების მართვის მიზნები და ამოცანები ახალი ხუთწლიანი პერიოდისათვის და გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში მყარი ნარჩენების მართვის თვისობრივად ახალ დონეზე აყვანა.

2023-2027 წლების სამოქმედო გეგმით გამოკვეთილი მთავარი პრიორიტეტი და ამოცანაა ნარჩენების სეპარირებული შეგროვება, რეციკლირება და მიღებული ნედლეულის ცირკულარულ ეკონომიკაში გაბრუნება.

საქართველოს მთავრობა, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო , საქართველოს მწვანეთა მოძრაობა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები დიდ ყურადღებას უთმობენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გარემოს დაცვისა და მყარი ნარჩენების მართვის გაუმჯობესების საკითხებს, სეპარირებისა და რეციკლირების პროგრამების დანერგვას. მათი ხელშეწყობითა და თანადგომით დაიგეგმა ახალი თანამედროვე, ევროპული დონის ნაგავსაყრელის მშენებლობა, რომელიც დასრულდება 2024 წელს და მისი ექსპლოატაციაში შესვლა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას რეგიონში.

ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობის პროგრამის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით 2023 წლის პირველ კვარტალში დაიწყება ნარჩენების სეპარირება-რეციკლირების პროცესი. შემუშავებულია მუყაოს და ქაღალდის ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისა და რეციკლირების საპილოტე პროგრამა, რის საფუძველზეც მოხდება ქაღალდის გამოცალკევება სხვა სახის მყარი ნარჩენებისაგან, მისი დაპრესვა-დასაწყობება და შემდგომ კი რეალიზაცია. ამ პროგრამის განსახორციელებლად მუნიციპალიტეტმა უკვე მიიღო 175 ცალი 1,1 კუბური მეტრი მოცულობის განსხვავებული ფერის სპეციალური დანიშნულების კონტეინერი, საპრესი დანადგარი, გამოყოფილია სასაწყობე მეურნეობა. მუნიციპალიტეტი ამ პროგრამის ფარგლებში უახლოეს მომავალში მიიღებს 1 ცალ ნაგავმზიდს და სხვადასხვა საჭირო მოწყობილობებს ქაღალდის ტრანსპორტირება-დაპრესვა-დასაწყობებისათვის. ამ პროგრამის განხორციელება, გარდა იმისა, რომ ხელს შეუწყობს რეგიონში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ადგილობრივი ბიუჯეტის დამატებითი შემოსავლების მიღების წყარო გახდება.

ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობის პროცესი ითვალისწინებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის აღჭურვას დასუფთავებისათვის საჭირო მოწყობილობებით.

მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში მუნიციპალიტეტს უკვე გადაეცა 1 ერთეული 20 კუბმეტრი მოცულობის ნაგავმზიდი, 1104 ცალი 1,1 კუბური მეტრი მოცულობის ნაგავშემკრები კონტეინერი, (საიდანაც უკვე განთავსდა ქალაქის ტერიტორიაზე 700 ერთეული, ხოლო სოფლებში 340 ერთეული), 568 ერთეული ქუჩის ურნა (საიდანაც ქალაქის ტერიტორიაზე უკვე დამონტაჟებულია 200 ერთეული და დამონტაჟება გრძელდება), 450 ცალი 240 ლიტრიანი და 100 ცალი 120 ლიტრიანი ურნები, 153 ურნა ურიკით. ამ პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი უახლოეს პერიოდში დამატებით მიიღებს 3 ნაგავმზიდს, 1 დამგველ ავტომანქანას და ქაღალდის სეპარირებისათვის საჭირო სხვადასხვა მოწყობილობებს.

მიმდინარე წლის 6 დეკემბერს, ზემოთ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ცენტრმა მიიღო 153 ერთეული უნიფორმის სეზონური (ზამთარ-ზაფხულის) კომპლექტი, რომლებიც გადაეცათ ცენტრის ნაგავმზიდის მძღოლებს, მტვირთავებს, დამგველებს, ამკრეფებს და მეველეებს.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, 2023 წლიდან დაგეგმილია პლასტმასის ნაკეთობათა სეპარირების პროცესების განახლება, კერძოდ: პლასტმასის ნარჩენების ( ძირითადად პლასტმასის ბოთლების) სეპარირების და შესყიდვის მიზნით ვაპირებთ მოლაპარაკებას ქალაქ რუსთავში მდებარე შპს “პოლივიმ“ – თან. მიგვაჩნია, რომ ეს პროექტი ძალიან ეფექტური და დამატებითი შემოსვლის წყარო იქნება, რომელიც მთლიანად მოიცავს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პლასტმასის ნაკეთობათა სეპარირებულ შეგროვებას, რაც ასევე ადგილობრივი ბიუჯეტის დამატებითი შემოსავლების წყარო გახდება.

ცენტრში წარმატებით ხორციელდება პრემიერ მინისტრის პროგრამა სოციალურად დაუცველთა დასაქმების მიზნით. ცენტრში დასაქმებულია 105 სოციალურად დაუცველი პირი, მათ შორის სასოფლო-ტერიტორიულ ერთეულებში 100 პირი.”-ნათქვამია “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!