- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია და მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე კაკავა, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან და პედაგოგებთან ერთად, ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელ, აკადემიკოს, შალვა ამონაშვილს, ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტ პაატა ამონაშვილსა და ჰუმანური პედაგოგიკის საქართველოს მოძრაობის ხელმძღვანელ თამარ სხვიტარიძეს შეხვდნენ.
შეხვედრაზე შალვა ამონაშვილმა, მერს პროექტი “ჰუმანური საქართველო“ გააცნო და თელავში, სოფელ ბუშეტში მდებარე საბავშვო ქალაქ ,,მზიანეთზე“ ესაუბრა.
პროექტის ფარგლებში, საქართველოს ყველა რეგიონში, პედაგოგებისა და მშობლების გადამზადება და მათთვის შალვა ამონაშვილის გამოცდილების გაზიარება იგეგმება.
ხვალ, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, შალვა ამონაშვილი, საჯარო სკოლის პედაგოგებთან რეგიონალურ შეხვედრას გამართავს და ჰუმანური მიდგომის მეთოდებზე ისაუბრებს.