რუსეთის ტყვეობიდან 60 სამხედრო გათავისუფლდა


  • უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, რუსეთის ტყვეობიდან უკრაინაში ბრუნდება 60 სამხედრო, რომელთა შორის მარიუპოლისა და „აზოვსტალის“ დამცველები არიან.

ერმაკის განცხადებით, ტყვეობიდან გათავისუფლდა მარიუპოლის 34 დამცველი, მათგან 14 „აზოვსტალის“ დამცველია. გათავისუფლებულებს შორის ასევე არიან სამხედროები, რომლებიც რუსეთის მიერ კონტროლირებად დასახლება ელენოვკაში იმყოფებოდნენ.

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის უწყება უკრაინის ტყვეობიდან 60 რუსი სამხედროს დაბრუნების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!