- ცაიშში, იონა მეუნარგიას სახლ-მუზეუმში, გაიმართა “ვეფხისტყაოსნის“ სხვადასხვა ენებზე თარგმნილი გამოცემების გამოფენა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ინფორმაციით, ცაიშის სასოფლო ბიბლიოთეკა-ფილიალის მკითხველებმა ისაუბრეს შოთას უკვდავი პოემის გამოცემებზე.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანების ფოლკლორულ ანსამბლ “ჯეგეთას“ მონაწილეობით შესრულდა მუსიკალური ნომრები.