საბავშვო ბაღებში შემოდგომის თემატიკის აქტივობები ჩატარდა


  • საშემოდგომო აქტივობები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრში ახლებური მიდგომებით, ადრეული განათლების კურიკულუმის მოდელების შესაბამისად დაიგეგმა.

სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის დირექტორი ხათუნა თოლორაია: “სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში, მოგეხსენებათ, ახლებური მიდგომები ინერგება. აქტიურად ვთანამშრომლობთ განათლების სამინისტროსთან ამ მიმართულებით და აღვნიშნავ, რომ ჩვენ დაქვემდებარებულ საბავშვო ბაღებში გარკვეული წარმატებები გვაქვს. ამ მიდგომებზე დაყრდნობით, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ აღსაზრდელთა ფიზიკურ და სოციალურ გარემოს, პატარების რეფლექსური წერის, აზროვნების განვითარებას, სწავლების თემატურ მიდგომებს, სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესის ხარისხს. აღსანიშნავია, რომ საბავშვო ბაღებში, ადრეული ზეიმების უმეტესობისგან განსხვავებით, აღსაზრდელთათვის ორგანული, კომფორტული და სახალისო გარემოა შექმნილი, სადაც მონაწილეობენ, როგორც აღსაზრდელები, ასევე აღმზრდელები და მშობლებიც. ეს უდაოდ კარგი, პოზიტიური მიდგომა და კარგი გამოცდილებაა”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!