რაულ ჩილაჩავას იდეა კულტურის სამინისტროს და ზუგდიდის მერიას


  • მწერალი რაულ ჩილაჩავა იდეას სთავაზობს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს თეა წულუკიანს და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას.

“ერთი კარგი იდეის შესახებ. ვფიქრობ, ზუგდიდში უნდა შეიქმნას ასეთი ლიტერატურულ-ტურისტული მარშრუტი: ცაიში-ურთა-ძველი აბასთუმანი. იშვიათია თხუთმეტი კილომეტრის მანძილზე სამ მეზობელ სოფელში მიყოლებით ოთხი სახელოვანი მწერლის სახლ-მუზეუმი. ბევრი მიხვდა, ალბათ: ეს მწერლები გახლავთ იონა მეუნარგია, სოლომონ და სარგის ცაიშვილები, კონდრატე თათარიშვილი (უიარაღო). ვფიქრობ, არ არის საჭირო საქართველოს სულიერ ცხოვრებაში თითოეული მათგანის ღვაწლისა და მნიშვნელობის ხაზგასმა. ეს ყველას კარგად მოეხსენება. საჭიროა კულტურის სამინისტროსა და ზუგდიდის მერიის მცირედი ძალისხმევა, რომ ამ იდეას ხორცი შეესხას. ძველი აბასთუმნის ცენტრიდან უიარაღოს მუზეუმამდე უნდა გაგრძელდეს არსებული ბეტონის გზა, აღნიშნული მუზეუმები კი შერემონტდეს და შეივსოს ექსპონატებით. ეს იქნება სამეგრელოს სტუმრებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი მოსწავლე ახალგაზრდობითვის შესანიშნავი საჩუქარი. ვიმედოვნებ, რომ ქალბატონი წულუკიანი თეა და ზუგდიდის მერი ბატონი მამუკა წოწერია ამ იდეას უყურადღებოდ არ დატოვებენ”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!