- საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ 2023 წელს, თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება ჯამურად 490 მილიონი ლარით გაიზრდება.
20%-ით გაიზრდება პოლიციელების, ჯარისკაცების და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა ხელფასები, გაგრძელდება ინფრასტრუქტურული და საცხოვრებელი ბინების მშენებლობის პროექტები.