სამი ოქტომბრიდან ზუგდიდის საზოგადოებრივ ტრანსპორტში უქმდება სალარო აპარატები


ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის ინფორმაციით, მგზავრობის საფასურის გადახდა შესაძლებელი იქნება გადახდის ელექტრონული სისტემით. “საქართველოს ბანკის“ ნებისმიერი ბარათით, სამგზავრო ბარათით “ზუგდიდი ქარდი“, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით შემდეგ მისამართებზე: საკოლმეურნეო ბაზრის წინ, „ალიანსის” წინ, ფოსტის შენობის გვერდით, საქართველოს ბანკის ცენტრალური ოფისის წინ, ცოტნე დადიანის #4-ში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

nineteen + 20 =

Akismet ანტისპამი