- ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრმა 155-ე საიუბილეო სეზონი პრემიერით გახსნა.
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ინფორმაციით, დმანისის და ზუგდიდის თეატრების კოპროდუქცია – “ანა ფრანკის დღიური” ორივე დღემ ანშლაგითა და წარმატებით ჩაიარა.
“დმანისის თეატრი მადლობას უხდის ზუგდიდის თეატრის ხელმძღვანელობას ნდობისთვის და მასპინძლობისთვის. დიდი მადლობა სპექტაკლის შემქმნელებს, ყველა მონაწილე მსახიობს, მოსულ მაყურებელს ასეთი დიდი ინტერესისა და გულშემატკივრობისთვის”.-ნათქვამია თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.