ზვიად ქარჩავამ ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის დირექტორის თანამდებობა დატოვა


  • ზუგდიდის ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის დირექტორმა ზვიად ქარჩავამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან თავის ფეისბუქგვერზე დაწერა:

“მეგობრებო, მინდა გაცნობოთ, რომ დავტოვე ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დირექტორის პოზიცია. ჩემთვის დიდი პატივი არის, რომ ვიყავი ორგანიზაციის თანამშრომელი რომელსაც აქვს უდიდესი ისტორია და წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ერთერთ ღირსშესანიშნავ ადგილს.
მადლობას ვუხდი ადამიანებს, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება და ჩემი კანდიდატურა შეარჩიეს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დირექტორის პოზიციაზე. მადლობას ვუხდი თითოეულ თანამშრომელს. საქართველოში არსებულ ბოტანიკურ ბაღებს, ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.
ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ადამიანებს, რომლებიც გულშემატკივრობენ ჩვენს ბაღს.
წარმატბებეს ვუსურვებ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ახალ მენეჯმენტს და დარწმუნებული ვარ, რომ მათი მონდომებით ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი გააგრძელებს განვითარებას და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩვენი ღირსშესანიშნავი ბუნების შენარჩუნებაში, ბიომრავალფეროვნების დაცვის, გარემოსდაცვითი და ბუნებისდაცვითი განათლების ხელშეწყობში.

მე ვრჩები ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის გულშემატკივრად!”-დაწერა ზვიად ქარჩავამ.

ინფორმაციისთვის: ზვიად ქარჩავა ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის დირექტორად 2016 წლიდან მუშაობდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!