- ზუგდიდის ტექნოპარკში Skillwill Academy-ის ახალი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.
აკადემიის მსმენელებს 7 თვის განმავლობაში სფეროში დასაქმებული, პროფესიონალი დეველოპერები ქართულ ენაზე, ონლაინ ჩაუტარებენ ლექციებს, სტუდენტები მიიღებენ ყველა საჭირო მასალას, დაესწრებიან საინტერესო მასტერკლასებს და ჩაუტარდებათ უნარების ტრენინგები. ასევე, ყველა სტუდენტს ექნება წვდომა ჩატარებული ლექციების ჩანაწერებზე.
ის სტუდენტები, რომლებიც აქტიურად ჩაერთვებიან სწავლის პროცესში და იმუშავებენ თვითგანვითარებაზე, შესაძლებლობა მიეცემათ დასაქმდებიან როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო კომპანიებში.
პროექტის პრეზენტაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით კუხალეიშვილი დაესწრო.პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის ადამიანს, ვისაც სურს პროფესიის შეცვლა ან ახალი საქმიანობის შესწავლა.