ვოლოდიმირ ზელენსკი – არანაირი იარაღის დაყრას არ ვაპირებთ ჩვენს გამარჯვებამდე


  • არანაირი იარაღის დაყრას არ ვაპირებთ ჩვენს გამარჯვებამდე, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინული ტელეკომპანიის, „უკრაინა 24“-ის ეთერში ჰაკერული თავდასხმის შედეგად გასულ განცხადებას, თითქოს უკრაინის პრეზიდენტმა კაპიტულაციის შესახებ განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ იარაღის დაყრა მას შეუძლია მხოლოდ რუს სამხედროებს შესთავაზოს.

„ბოლო ბავშვური პროვოკაციით, მე თითქოსდა ვთავაზობ იარაღის დაყრას. იარაღის დაყრისა და სახლში დაბრუნების შეთავაზება მხოლოდ რუსეთის ფედერაციის სამხედროებისთვის შემიძლია. ჩვენ სახლში ვართ, ვიცავთ ჩვენს მიწას, შვილებს და ოჯახებს. ასე რომ, არანაირი იარაღის დაყრას არ ვაპირებთ ჩვენს გამარჯვებამდე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ტელეარხ „უკრაინა 24“-ის განცხადებით, დღეს მტრის ძალების ჰაკერებმა გატეხეს ტელეკომპანიის ეთერის მორბენალი სტრიქონი და ვებგვერდი, სადაც კაპიტულაციის შესახებ ზელენსკის ყალბი განცხადება განათავსეს.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!