- საქართველოში კორონავირუსის 3 454 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში 3 334 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 49 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 50 623 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 29 925, „პისიარ“ ტესტით – 20 698.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 6,82%, ბოლო 14 დღის – 8,06%, ბოლო შვიდი დღის – 7,74%.
სულ ჩატარდა 2 287 645 აცრა, დღიურად აცრილია 9 813.
კარანტინის რეჟიმშია 35, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 266 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 172 პირი.