- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 47 მილიონ 200 000 ლარით განისაზღვრა, რაც 2021 წლის ბიუჯეტთან შედარებით დაახლოებით 7 მილიონამდე ლარით მეტია.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასტან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის საწყისი ბიუჯეტი 40 მილიონ 400 000 ლარი იყო. მომავალ წელს პრიორიტეტად განათლება, ინფრასტრუქტურა, კულტურა, სპორტი, ჯანდაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, ახალგაზრდული პროგრამების ხელშეწყობა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება განისაზაღვრა.
საკრებულოს სხდომა კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით ჩატარდა და მას არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.