- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 462 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 136 ახალი შემთხვევა.
დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილი ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონვირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 32 258 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა – 468, გამოჯანმრთელდა 27 068 მოქალაქე.