საქართველო პოლონეთისგან 468 000 დოზა pfizer-ის ვაქცინას მიიღებს


  • საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა პოლონეთის მთავრობისგან 468 000 დოზა pfizer-ის ვაქცინას მიიღებს. დონაციის პირველი ნაწილი ქვეყანაში უკვე შემოვიდა.

მათივე ინფორმაციით, ტვირთის გადაცემის ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, პოლონეთის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე დაესწრნენ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ პოლონეთის მთავრობას მადლობა გადაუხადა.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, pfizer-ის ვაქცინა ქვეყანაში ხუთ ეტაპად, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში შემოვა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!