„ზუგდიდდასუფთავების“ სამსახურის მომზადებული პროექტის მიხედვით, დღეს, რუსთაველის 87-ში, მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ, პირველ სართულზე, გაიხსნა „ზუგდიდდასუფთავების“ ახალი ოფისი, სადაც თანამედროვე ევროპული ტიპის ოთახებია განთავსებული. ოთახების შეკეთება უზრუნველყო მერის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვებულმა შპს „ევროჯორჯია ბილდმა“. კეთილმოწყობილ ახალ ოთახებს დაიკავებენ „ზუგდიდდასუფთავების“ პასუხისმგებელი მუშაკები, დირექტორის მოადგილეები, უბნის უფროსები, შესყიდვებისა და სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელები, ქალაქისა და რაიონის ბრიგადირები, ოპერატორი, იურისტი და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური. ოფისიის გახსნას დაესწრნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. „ზუგდიდდასუთავების“ ხელმძღვანელმა ნუგზარ მალაშხიამ ისაუბრა, მათი სამსახურის ეფექტურად მუშაობაზე. მისი თქმით, ბოლო ორი წელიწადია „ზუგდიდდასუფთავება“ მომსახურებას უწევს როგორც ქალაქის, ისე მუნიციპალიტეტის 48 თემის ტერიტორიას. კომუნალური სამსახურის ისტორიაში ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც სოფლების მიხედვით ხორციელდება დასუფთავების სამუშაოები. შეხვედრის დასასრულს, ქალაქის მერმა ირაკლი გოგოხიამ „ზუგდიდდასუფთავების“ ხელმძღვანელობას და მუშა ჯგუფს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი მუშაობისათვის.