პატრიარქმა რომ შეიწყალოს


პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში სასურველია ჩართული იყოს საქართველოს პატრიარქი. მან მიმართა პრეზიდენტს და პარლამენტს განიხილონ  პატრიარქისთვის მსჯავრდებულთა შეწყალების უფლების  მინიჭების საკითხი.ზუგდიდელები.გე ესაუბრა ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელს მამა იოსებს, რომელმაც  აღნიშნა, რომ „ძალიან კარგი იქნება პატრიარქის ჩართულობა ამ პროცესში, კონსულტაციები და აზრთა შეჯერება ყოველთვის მისაღებია.“

აღნიშნულ საკითხს ეხმაურება ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია. ის სოციალური ქსელით ავრცელებს ინფორმაციას, რომ „პატრიარქს რომ შეწყალების უფლებაჰქონოდა, წინა ხელისუფლების პირობებში უამრავი ადამიანი და ოჯახი გადაურჩებოდა უსაშველო პატიმრობას და თანმდევ ტრაგედიებს, “დამჭერებიც” მეტად დაფიქრდებოდნენ, სანამ “მიჩირთიფირთებული” საქმეებით გაისტუმრებდნენ ადამიანებს ბინძურ ციხე-სასაკლაოებში. პატრიარქს ალბათ ყველაზე ნაკლებად შეეშლება… ეგკია, პატიმრის შეწყალების უფლება მისთვის ადამიანურად დამატებითი ჯვარი და ტვირთი იქნება.“.

მერაბ ქვარაიას აზრს რიგითი ზუგდიდელები გამოეხმაურნენ. მოქალაქე ვოვა ლუკავა წერს, რომ: “1. არსებობს რჯულის კანონი. რომელიც სავალდებულოა საეკლესიო პირებისთავის. (მე -6 მუხლი ამ შემთხვევაში ). 2. სახელმწიფო არის სახელმწიფო. ეკლესია არის ეკლესია. 3. დაუშვათ და ასეც მოხდა, უარი თქვა სახელმნწიფომ თავის ერთ-ერთ ფუნქციაზე – ვინ წარუდგენს  ამ სიებს პატრიარქს, მრავალათასიანი ჯიპებიანი სასულიერო პირები?“

მოქალაქე თეო კვალიაშვილს კი, ასეთი  პოზიცია აქვს: „ არ დაგვავიწყდეს რუის ურბნისის კრება, რომელიც დავით აღმაშენებელმა მოიწვია? რატომ მოიქცა ასე? იმიტომ, რომ იყო ძლიერი რეფორმატორი და თვლიდა, რომ ეკლესია არ უნდა ჩარეულიყო სახელმწიფო საქმეებში“

ზუგდიდელები.გე ესაუბრა ზუგდიდელებს. ისინი ამბობენ, რომ  სასურველია, პატრიარქი ჩაერიოს შეწყალების საქმეში.[embedyt] http://www.youtube.com/embed?listType=playlist&list=UUla4wAFdWGSALhdLOHbAXsQ[/embedyt][embedyt] http://www.youtube.com/watch?v=syJWpRazaC8[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!