- საქართველოში კორონავირუსის 2 410 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 516 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 24 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 34 918 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 262, „პისიარ“ ტესტით – 14 656.
კარანტინის რეჟიმშია 52, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 077 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 623 პირი.