- საქართველოში კორონავირუსის 4 827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 1 895 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 34 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 43 932 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 15 258, „პისიარ“ ტესტით – 28 674.
სულ აცრილია – 523 466 ადამიანი, დღიურად აცრილია 16 677.
კარანტინის რეჟიმშია 55, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 045 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 173 პირი.