- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში იმყოფება 134 კოვიდპაციენტი, მათ შორის მძიმე 25 ადამიანი.
ფოთის კლინიკაში იმყოფება 30 კოვიდპაციენტი.
სენაკის კლინიკა “სენამედში” იმყოფება 12 კოვიდპაციენტი.
აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა 18 პაციენტი.
სენაკი ლაზიკა მედი 45 პაციენტი, მათ შორის საშუალო სიმძიმის 40 ადამიანი.
დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 46 ადამიანი.
ამავე ინფორმაციით, რუხის კოვიდ კლინიკაში გალის მცხოვრები, 70 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.