- ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, იმისთვის, რომ 16-დან 18 წლამდე პირებმა „ფაიზერით“ ვაქცინაცია შეძლონ, მშობლის, ან მეურვის თანხმობა იქნება საჭირო.
„მოქალაქეს ინფორმირებული თანხმობა სამედიცინო ჩარევისთვის 16-დან 18 წლამდე პერიოდში დასჭირდება. ინფორმირებულ თანხმობას ჩვენ სხვა მოქალაქებისგანაც ვიღებთ, სანამ ვაქცინაცია ჩატარდება, ესეც სტანდარტული პროცედურის ნაწილი იქნება. აუცილებლად დასჭრიდება მშობლის, ან უფლებამოსილი, მეურვის თანხმობა მის ვაქცინაციას“,-განაცხადა თამარ გაბუნიამ.