ზუგდიდში უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოვლინდა


  • ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლებმა, სამტრედიაში, ქუთაისში, ხონში, ზუგდიდში, მარნეულსა და გარდაბანში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, 1534 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 11 ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ვნობით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი, ხოლო აღნიშნულ ფაქტებზე სამართალდამრღვევი პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 155უწყების ცნობით, 2 მუხლის შესაბამისად შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საქმის მასალები სასამართლოს ქვემდებარეობის მიხედვით გადაეგზავნა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

twelve + 3 =

Akismet ანტისპამი