ამ წუთებში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მიმდინარეობს ბიუჯეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ნაწილის განხილვა.დღეს, 12:00 ზე კი, გაიმართა ბიუჯეტის სოციალური და ჯანდაცვის ნაწილის განხილვა. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო და სარევიზიო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ კახაბერ ფარცვანიამ ისაუბრა იმ ძირითად პრიორიტეტებზე, რომლებზეც აქცენტია გაკეთებული მომავალი წლის ბიუჯეტში. სოციალურად დაუცველ პირებზე, მარჩენალდაკარგულებზე მარტოხელა დედებზე, მრავალშვილიან ოჯახებზე ბიუჯეტი განსაკუთრებით გაამახვილებს ყურადღებას.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტთან დემოკრატიული ჩართულობის ცენტრთან ერთად დაიწყო ქალაქის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვები. პირველი შეხვედრა გუშინ შედგა ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.
.