- დღეს, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციის და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს “ტვ პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტი.
მოგვიანებით, აქციამ “ქართული ოცნების” ოფისში გადაინაცვლა, სადაც სამართლადამცავები იყვნენ მობილიზირებულნი.
ინფორმაციისთვის, ტელეკომპანია “პირველის” ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა საკუთარ სახლში დილით გარდაცვლილი იპოვეს. ლაშას 5 ივლისს, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს, თბილისში, ფიზიკურად გაუსწორდნენ მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში, შეჭრილი ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები.