- ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა პროექტი „დემოკრატიის გაძლიერება მედიაწიგნიერების ამაღლებით. (ფასილიტატორები: ნანი მოსიძე და მედეა თორია).
დღეს, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გაიმართა პროექტის დახურვის ცერემონიალი. პროექტში მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები და ფასიანი საჩუქრები. ღონისძიებას ესწრებოდნენ დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები.
პროექტს ახორციელებდა ჩეხური საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია PEOPLE IN NEED. პროექტი დაფინანსებულია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და USAID-ის მიერ.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს დამოუკიდებელი მედიის გაძლიერებას, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას, ახალგაზრდებში მედიაწიგნიერების და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი იყო ხუთი დოკუმენტური ფილმის ჩვენება და ვორკშოპების ჩატარება.