გიორგი შენგელიამ და კონსტანტინე კაკავამ ლიეტუვის ელჩს ანდრიუს კალინდრას მერიაში უმასპინძლეს


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ მის მოადგილესთან, კონსტანტინე კაკავასთან ერთად დღეს, ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ანდრიუს კალინდრას მერიაში უმასპინძლა.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა ორი ქვეყნის ისტორიულ – კულტურულ და ეკონომიკურ პოტენციალზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო პანდემიით გამოწვეულ გლობალურ პრობლემებს. 

მხარეები შეხვედრის ბოლოს სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

ცნობისთვის, ლიეტუვის რესპუბლიკის, ქალაქ იონავას და ზუგდიდის მუნიციპალიტეტს შორის დამეგობრებას საფუძველი ქალაქ იონავაში საერთო-სახალხო დღესასწაულზე, 2013 წელს ჩაეყარა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Akismet ანტისპამი

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 35 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!