საქართველოში კორონავირუსის 499 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი


  • საქართველოში კორონავირუსის 499 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 437 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა შვიდი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 28 712 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 17 922, პისიარტესტით – 10 790.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,74 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 1,75 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 1,64 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 282 260 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 273 604 გამოჯანმრთელდა, 3 785 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 212, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 685 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 265 პირი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!