- ზუგდიდში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
აღნიშნული პროგრამით განსახორციელებელი პრიორიტეტული პროექტებს მოსახლეობა სოფლის კრებებზე თავად ირჩევს. “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ზუგდიდის ადმინისტრაციულ ერთეულებში 100-მდე პროექტი განხორციელდება.
დღეს, 9 სოფელში გამართულ კრებაზე მოსახლეობამ მთავარ მოსაგავრებელ პრიორიტეტად წყალმომარაგების, საბავშვო ბაღის, სკვერი, სკოლის ეზოს და შიდა გზების რეაბილიტაცია დაასახელა. მოქალაქეების მიერ შერჩეულ ინფრატსრუქტურული პროექტების განცორციელებას ადგილობრივი ხელისუფლება უზრუნველყოფს.