კონგოში გაერო-ს მანქანებზე თავდასხმის შედეგად იტალიის ელჩი გარდაიცვალა


  • კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაერო-ს კოლონაზე თავდასხმის შედეგად კონგოში იტალიის ელჩი ლუკა ათანასიო გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ელჩის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ თავდასხმას ელჩთან ერთად მყოფი პოლიციელის სიცოცხლეც ემსხვერპლა.

„ელჩი და სამართალდამცავი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტაბილიზაციის მისიის კოლონაში ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, ” – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მათი ცნობით, კოლონას შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს და ელჩი მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, დაუდგენელმა პირებმა გაეროს თანამშრომლების გატაცება სცადეს.

ლუკა ათანასიოს კონგოში იტალიის ელჩის თანამდებობა 2019 წლიდან ეკავა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!