- დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს მოქალაქეთა მისაღები ცენტრი მუშაობას, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების სრული დაცვით, 8 თებერვლიდან განაახლებს.
უწყების ცნობით, მუშაობას განაახლებენ სააგენტოს ტერიტორიული სამმართველოების მისაღები ცენტრებიც რუსთავში, გორში, ქუთაისსა და ზუგდიდში. სამუშაო დრო ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00 საათამდე.