ზუგდიდის ახალი მერი ქალბატონია


დიახ, ქალაქ ზუგდიდს ახალი მერი ჰყავს, – ქალბატონია, ჯერ საჯარო სკოლის მოსწავლეა, 14 სექტემბერს ერთ-ერთი ცნობილი ოპერიდან არიაც უმღერა მასწავლებლებს და მოსწავლეებს და მთელი დღე ,,იბავშვა” კიდეც, მაგრამ ,,ზუგდიდელებთან” საუბარში მთელი სერიოზულობით ირწმუნება, რომ ყველაფერს გააკეთებს ჩვენი ქალაქისა და მისი მოსახლეობის კეთილდღეობისათვის. მიუხედავად იმისა, რომ თავად წარმოშობით აფხაზეთიდანაა, მისი მშობლიური ქალაქი მაინც ხომ ზუგდიდია.

ასოციაცია ,,დეამ“ 7 სექტემბერს პროექტის ,,ახალგაზრდულიკამპანია არჩევნებისთვის”ფარგლებში ჩაატარა იმიტირებული არჩევნები კინოთეატრ ,,ატრიუმის” წინ. იმიტირებულ არჩვენებში მონაწილეობა მიიღო 163–მა ამომრჩეველმა, დაიბეჭდა 180 ცალი საუბნო პროპორციული, 180 ცალი საუბნო მაჟორიტარული და 180ცალი საუბნო მერობის (სულ 540) ბიულეტენი. მონაწილეობას ღებულობდა 4 პარტია. (პარტია ,,სტარტი” , ,,უცოლოები” , ,,მხიარულები და საზრიანები, ,,გოლი”)

ხმები სრაოდენობით დასახელდა გამარჯვებული პარტია ‘’სტარტი”. 71 ხმით  ქალაქის მერი გახდა თამარ ჟვანია.    მაჟორიტარ დეპუტატი კი ლევან ფიფია  83 ხმით . )

გთავაზობთ ინტერვიუს ქალაქის მერობის გამარჯვებულ კანდიდატებთან, მე-5 საჯარო სკოლის მე – 11 კლასის მოსწავლესთან თამარ ჟვანიასთან.

 –         როგორ მოხვდი პროექტში?

–         პროექტის შესახებ “დეასგან” – ივეტა წიტაშვილისგან გავიგე, მოულოდნელად ‘’მერობის’’ ერთ-ერთი კანდიდატიც გავხდი.

–         რა პრინციპით შეირჩა კანდიდატები?

–         კანდიდატად შეგვეძლო საკუთარი თავის დასახელება. ეს არ იყო რაღაც  კონკურსი, ან რაიმე მსგავსი. ძალიან მარტივად შეგეძლო წამოგეყენებინა საკუთარი კანდიდატურა. ასე რომ, კანდიდატურისთვის ბევრი არც მიბრძოლია.

–         სულ რამდენი მონაწილე იყო პროექტში და რამდენმა წამოაყენა კანდიდატურა?

–         დაახლოებით ალბათ 17-18 მონაწილე იყო კომისიის წევრებითურთ. აქედან მერობის კანდიდატი იყო 4. მე შევქმენი საკუთარი პარტია  ‘’სტარტი’’.

–         რატომ შეურჩიე ეს სახელწოდება შენს ‘’პარტიას’’?

–         მოგეხსენებათ, “სტარტი” დაწყებას ნიშნავს. ჩვენ კი ვიწყებდით იმის კეთებას, რაც ჯერ-ჯერობით ჩვენს ქალაქში არ გაკეთებულა.

–         რამ დაგაინტერესა აღნიშნულ პროექტში? რატომ გადაწყვიტე ასე სერიოზულად ჩართვა მოდელირებულ ‘’საარჩევნო ციებ-ცხელებაში’’?

–         პირველ რიგში, ამ პროექტის მიზანმა დამაინტერესა, რომ თითოეულ ახალგაზრდას გაეცნობიერებინა არჩევნების არსი, რომ ერთი ადამიანი – ეს ერთი ხმაა და მისი ხმა ბევრ რამეს წყვეტს.

–         მიაღწიე მიზანს?

–         ვფიქრობ, მივაღწიე. ნამდვილად გავაცნობიერე, თუ რას ნიშნავს ისარგებლო როგორც პასიური, ასევე აქტიური საარჩევნო უფლებით.

–         რას პირდება ზუგდიდს ახალი ‘’მერი’’ ?

–         სიმართლე გითხრათ, მომავალში პოლიტიკაში წასვლას არც ვგეგმავ, მაგრამ თუ ოდესმე დადგება დრო, რომ მე ზუგდიდის ნამდვილი მერი გავხდები, მოსახლეობას მივაწვდი მეტ ინფორმაციას ქალაქის ბიუჯეტზე და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე, რადგან დღეს ბევრი კითხვა ისმის ბიუჯეტან დაკავშირებით. ხალხი გაურკვევლობაში ცხოვრობს… ვფიქრობ, ზუგდიდისა და ზუგდიდელებისათვის შევძლებ არაერთი საინტერესო პროექტის შეთავაზებას და განხორციელებას. აი,  ჩემი მერობის შემთხვევაში, თითოეულ სკოლას თავისი ავტობუსი რომ აუცილებლად მოემსახურება, ეს ნამდვილად ვიცი.

–         პროფესია უკვე აირჩიე?

–         დიახ, უკვე დიდი ხანია გადავწყვიტე, რომ მოსამართლე უნდა გავხდე. მაგრამ, დრო გვიჩვენებს, ყოველ შემთხვევაში, მე  ვეცდები მივაღწიო დასახულ მიზანს.

ლუკა კიტია


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!