- საქართველოში კორონავირუსის 1 972 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 737 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 43 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 216 843 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 194 705 გამოჯანმრთელდა, 2 276 კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 405 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –6 149, ხოლო კოვიდსასტუმროში – 1 588.
ამასთან, 23 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 345 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 560 პაციენტი.