აფხაზეთში კორონავირუსის 113 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


  • ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 113 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3952-მდე გაიზარდა.

მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის გუდაუთის საავადმყოფოში 118 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 26-ის მდგომარეობა მძიმეა, საშუალო სიმძიმისაა 36 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

გამოჯანმრთელდა 10 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 1474 გახდა.

გარდაცვლილთა რაოდენობა არ შეცვლილა და კვლავაც 36-ს შეადგენს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

17 + 8 =

Akismet ანტისპამი