- საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რომ დღეს, გამოვლენილი 1 824 შემთხვევიდან თბილისში 712 შემთხვევა დაფიქსირდა.
აჭარაში – 545, იმერეთში – 305, ქვემო ქართლში – 48, შიდა ქართლში – 56, გურიაში – 24, სამეგრელო და ზემო სვანეთში – 63, კახეთი – 23, მცხეთა-მთიანეთში -22, სამცხე-ჯავახეთში – 22, რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში – ოთხი.