- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული 223 ნიმუშებიდან 66-ზე დადებითი პასუხია.
აქედან 38 შემთხვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, მათგან 17 უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან, 21 კი ცხელებით და სხავადსხვა გამოვლინებებით მისული პაციენტები არიან.
6 შემთხვევა დაფიქსირდა ფოთში, 5 შემთხვევა სენაკში, 4 შემთხვევა დაფიქსირდა ხობში, ასევე 2 შემთხვევა დაფიქსირდა ჩხოროწყუში, 2 შემთხვევა დაფიქსირდა მესტიაში, 1 შემთხვევაა წალენჯიხაში, ოკუპირებულ აფხაზეთს კი უკავშირდება 7 შემთხვევა.
მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 114 კოვიდ პაციენტი, აქედან 15-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
ფოთის ჰოსპიტალში 33 კოვიდპაციენტი მკურნალობს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით, გამოჯანმრთელდა 12 პირი. მათ შორის 8 რუხის კლინიკიდან და 4 ფოთის კლინიკაში მკურნალობდა. (6 ზუგდიდი, 1 ფოთი, 1 გურიის რეგიონიდანაა, 3 ხობელია და 1 ოკუპირებული აფხაზეთის მაცხოვრებელია.
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 197 ადამიანი.
არის გარდაცვალების ერთი ფაქტი, გარდაცვლილია 60 წლამდე მამაკაცი, “ოქროს ბირჟის” კლასტერი. მოქალაქე მკურნალობის კურსს გადიოდა, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოში. მას თანმდევუი დაავადებები ჰქონდა.