აფხაზეთში კორონავირუსის 95 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


  • აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 95 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული 112 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, 22 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 2 071 შემთხვევაა დაფიქსირებული, 811 გამოჯანმრთელდა, 19 პაციენტი გარდაიცვალა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

five + fifteen =

Akismet ანტისპამი