საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ სამი ადამიანი გარდაიცვალა


  • საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 66-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 10225 -ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა კიდევ 318 პაციენტი და საერთო რაოდენობა 5553-ს შეადგენს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

fourteen − twelve =

Akismet ანტისპამი