- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმციით, ზუგდიდში კორონავირუსის 2 ახალი შემთხევვა გამოვლინდა.
“ერთი მათგანი 50 წლამდე მამაკაცი ოქროს ბირჟაზე მუშაობს, მეორე კი 72 წლის ქალბატონი უმუშევარია. ამ დროისთვის, 50 წლამდე მამაკაცის 45 კონტაქტია გამოვლენილი და მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა. რაც შეეხება, მეორე დადასტურებულს 25 კონტაქტი ყავს, ამ შემთხვევაშიც მიმდინარეობს დამატებითი კვლევები. ოქროს ბირჟა, რომელიც მდებარეობს რუსთაველის 94-ში დროებით დაიკეტა და ყველა თანამშრომლის ტესტირება მიმდინარეობს, ტერიტორიაზე ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები”,-ნათქვამია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ, გავრცელებულ ინფორმაციაში.