“უნივერმაღის” თანამშრომელს, სავარაუდოდ კორონავირუსი დაუდასტურდა


  • ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ “უნივერმაღში” ეპიდემიოლოგები მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, უნივერმაღის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ადგილზე იმყოფებიან ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები და იქ მომუშავე პერსონალს ბიოლოგიურ ნიმუშებს უღებენ და მათ კონტაქტებს იკლევენ.

“მამაკაცი ჩვენი თანამშრომელია. მას ქრონიკული დაავადებები აქვს. ადგილზე იმყოფებოდნენ, შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები და კონტაქტებს იკვლევენ. ახლა დახურულები ვართ. მაღაზიის კარი ჩაკეტილია და შიგნით არავის უშვებენ. არ ვიცით, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ”- გვითხრა “უნივერმაღის” ერთ-ერთმა თანამშრომელმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!