ტოკიოში მდებარე Louis Vuitton-ის მაღაზია, რომლის ინსპირაცია წყლის ანარეკლი გახდა


  • Louis Vuitton-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, განთქმული და ძვირადღირებული ბრენდია, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მისი მაღაზიებიც ყველასაგან განსხვავებული იქნება, თუმცა Louis Vuitton-ის უახლესმა მაღაზიამ მსოფლიოს გაოცება ნამდვილად შეძლო.

ბრენდმა გახსნა შვიდ სართულიანი შუშის მაღაზია ტოკიოში, გინზას რაიონში. ტალღოვანი ფასადის მქონე შენობაში განთავსებულია ბუტიკები, კაფეები და შოკოლადის მაღაზიები.

საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდს გინზას რაიონში 40 წლის განმავლობაში ჰქონდა მაღაზია,  თუმცა ბოლო რამდენიმე წელი მაღაზიას კაპიტალური რემონტი უტარდებოდა. არქიტექტორმა ჯუნ აოკიმ და მისმა ფირმამ შექმნეს უნიკალური ექსტერიერი, რომელიც წყლის ანარეკლს ასახავს. ინტერიერის მთავარი მარგალიტი, ცენტრალური მუხის კიბე შექმნილია პიტერ მარინოს მიერ.

აღნიშნულ მაღაზიაში განთავსებული იქნება ქალისა და მამაკაცის ტანსაცმლის კოლექციები, აქსესუარები, სუნამოები, სამოგზაურო კომპლექტები და ქალაქის სახელმძღვანელოები.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!