- ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე 160 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს. მათგან ვირუსი 30-ს გამოუვლინდა.
მედიის ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში 69 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან ექვსის მდგომარეობა მძიმეა, 20-ის კი, საშუალო სიმძიმის. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 6-ით გაიზარდა.
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 756-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 198 შეადგენს. მთლიანობაში, კორონავირუსით გარდაცვლილია 7 ადამიანი.