- ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ინფორმაციით, დღეს, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ შატილში ტრაგიკულად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
მთავრობის განკარგულებით, შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ინფორმაციისთვის, 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა.