საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 4-ით გაიზარდა


  • საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 1085-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4-ით გაიზარდა და 911-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5724 მოქალაქე იმყოფება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

20 + fifteen =

Akismet ანტისპამი