ზუგდიდის თეატრმა რეპეტიციები განაახლა


  • ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა რეპეტიციები განაახლა. 

“სიხარულით გაცნობებთ, რომ პანდემიისგან დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ზუგდიდის დადიანის თეატრმა განაახლა სარეპეტიციო პროცესი. ჩვენ ვემზადებით 2 ახალი პრემიერისთვის, რომელსაც სულ მალე, ახალი სეზონიდან შემოგთავაზებთ. მანამდე კი ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ღია სივრცეში, რეგულაციების დაცვით გავმართავთ ახალი სპექტაკლის, “მარიტა”ს ჩვენებას. დროს და თარიღს უახლოეს დღეებში #დადიანისთეატრის ფეისბუქ გვერდზე გაცნობებთ”,-ნათქვამია თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!