ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა


  • ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, “კოვიდ-19” სოხუმის საავადმყოფოს ერთ-ერთ პაციენტს დაუდგინდა, რომელიც აფხაზეთში კრასნოდარიდან 10 დღის წინ დაბრუნდა და მას შემდეგ, რაც თავი შეუძლოდ იგრძნო სოხუმის საავადმყოფოში მოათავსეს. დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

რაც შეეხება მეორე შემთხვევას, დაინფიცირებული სომხეთის მოქალაქეა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონში სამუშაოდ ჩავიდა. მოქალაქეს ქრონიკული დაავადების გამო ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და სოხუმის საავადმყოფოში მოათავსეს, მოგვიანებით კი, ახლობლების მოთხოვნით, სოჭში გადაიყვანეს, სადაც ვირუსი დაუდასტურდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!